საქართველოში კორონავირუსის 1 250 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში 31 958  ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 958 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 801 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 157 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 250 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 302 785-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.91%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.62%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 463 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 284 749-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 770 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 63, ქვემო ქართლი - 49, შიდა ქართლი - 40, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 115, კახეთი - 58, მცხეთა-მთიანეთი - 26, სამცხე-ჯავახეთი - 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 003, საიდანაც: 3 566 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 946, აჭარაში - 416, იმერეთში - 403. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 609 პირი, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 63, იმერეთში -102. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 116 პირი, მათგან თბილისში - 81, აჭარაში - 8, იმერეთში - 9. 706 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 393 - თბილისში, 289 - აჭარაში. 9 731 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 239, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 507 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 203 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 387 პირი, აჭარაში - 2 636, იმერეთში - 1 210.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“