რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას და სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემს ბზობას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიის მრევლსა და ქრისტიან-მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და მრევლი მას აღდგომის წინა კვირას ზეიმობს.

„ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ბზობას დღესასწაულობს. ბზობა ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას განასახიერებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს, ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიასა და მის მრევლს და მათ მშვიდობას უსურვებს.

ასევე, სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს, ბზობა-ბაიაობას ზეიმობს. ბზობა მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს და მრევლი მას აღდგომის წინა კვირას ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ულოცავს ქრისტიან-მოლოკანთა თემს ბზობის დღესასწაულს და მათ მშვიდობას უსურვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი