20 ივნისის აქციის მონაწილეები ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მომზადებას აპროტესტებენ

2019 წლის 20 ივნისის აქციის მონაწილეები, დაზარალებულად ცნობილი მოქალაქეები ამნისტიის შესახებ კანონს პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აქტივისტების მთავარი მოთხოვნა მათი უფლებების რეაბილიტაციაა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდებათ პროტესტს გააგრძელებენ.

"ეს არის ისტორიულად და პოლიტიკურად გაუმართლებელი, ასევე ადამიანების უფლებების თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. დაზარალებულებს, მათ შორის მეც საქმეები აღძრული გვაქვს სტრასბურგში, თბილისში და ჩვენი უფლებების რეაბილიტაციას ვითხოვთ. სადამსჯელო ოპერაციის დროს, როდესაც "ქართულ ოცნებას" ოკუპანტის გაგდებისთვის სურდათ, დავესაჯეთ ბევრი საერთოდ დასახიჩრდა. ამ დროს ამნისტიის კანონში წერია, რომ ყველა დამრღვევსა და დაკავებულს უნდა შეეხოს ამნისტია. ჩვენი საიმედო გეგმა პროტესტია", - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი