„გირჩი“ პარლამენტში სტუდიის მოწყობას გეგმავს, საიდანაც პირდაპირი ჩართვები ექნებათ

„გირჩის” ლიდერებს პარლამენტში საკუთარ კაბინეტებში მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყიათ, რადგან ამბობენ, რომ ოთახები „გირჩულად” უნდა მოაწყონ.

როგორც „გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, მოაწყობენ სტუდიას, საიდანაც პირდაპირი ჩართვები ექნებათ, ასევე „დაიჭერენ“ დეპუტატებს და კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრებენ.

„ერთ-ერთ ოთახში უნდა იყოს სტუდია, საიდანაც ჩავერთვებით ხოლმე და ვილაპარაკებთ „ლაივში”, გადაცემებში და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რომ კაბინეტებში ვისხდეთ და სერიოზული სახით რაღაცებზე ვილაპარაკოთ? ასე არ მოხდება. სტუდია გვექნება. უნდა დავლაგდეთ, როგორი იქნება ეს სტუდია და სად გავაკეთებთ. დეპუტატები უნდა დავიჭიროთ და კანონში ცვლილებებზე ველაპარაკოთ. ჩვენს ამომრჩევლებს აინტერესებს საპარლამენტო ცხოვრება და როგორაა ეს ყველაფერი აწყობილი. ეს ხომ პრივილეგიაა, რომ აქ ვიდგე და რატომ არ შეიძლება ამომრჩევლებს ეს პრივილეგია გავუნაწილოთ”,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა