„თიბისი ბიზნესი“ GAU-ს სტუდენტებს სტარტაპ კურსს ჩაუტარებს

„თიბისი ბიზნესის“ ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 8-კვირიანი სასწავლო კურსი ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხება - იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch მომზადებამდე.

კურსის მიზანია სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება.

ლექციებს, ძირითადად, „თიბისის“ თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი წაიკითხავს. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაციებს, პირადად გაიცნობენ ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს. კურსის ბოლო, კი, ჩატარდება პრეზენტაციები და გამარჯვებული გუნდის წევრები მათთვის სასურველი მიმართულებით „თიბისიში“ 6 - თვიან სტაჟირებას გაივლიან.

„სტარტაპ კურსი GAU-ში უკვე მეორედ ტარდება და მას თავიდანვე დიდი დაინტერესება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ჩვენს უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცევა ანტრეპრენიორობის წახალისებას, „თიბისისთან“ სწორედ ამ კუთხით ვიპოვეთ გადაკვეთა. ეს კოლაბორაცია სტუდენტებში იდეების კულტივაციას უწყობს ხელს და მათგან ძალიან საინტერესო პროექტებს ვიღებთ“, - აცხადებს GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი ნატო ტორონჯაძე.

28 აპრილს, 15:00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდება ღია კარის დღე და დაიწყება კურსზე რეგისტრაცია.

სტარტაპ კურსი პირველად 2018 წელს ჩატარდა, 2020 წელს კოვიდ სიტუაციის გამო კურსები არ გამართულა. „თიბისი ბიზნესის“ მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი დააინტერესოს სტარტაპ კულტურით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა