ნათია თურნავა - 2 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ახალი საწარმოს პროექტში, რომელიც პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დავამტკიცეთ

2 150 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტში, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში, ქ. ზესტაფონში შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ეს არის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დამტკიცებული კიდევ ერთი საწარმოს პროექტი, რომლის მშენებლობაზეც 60-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ ქარხანაში 20-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტს შპს „აჯამურა“ განახორციელებს. რისთვისაც კომპანიას პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა ქალაქ ზესტაფონში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

„კომპანიის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომელიც მინაბოჭკოვანი არმატურის წარმოებას დაიწყებს. ქარხანა ყოველწლიურად სხვადასხვა დიამეტრის 5 000 000 გრძივი მეტრის პროდუქციას გამოუშვებს, რომლის გაყიდვა როგორც ადგილობრივ, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე იგეგმება.

მათივე ინფორმაციით, მინაბოჭკოვანი და ბაზალტბოჭკოვანი არმატურა შედარებით ახალი პროდუქტია, რომელსაც გავრცელების ფართო პერსპექტივა გააჩნია - მინაპლასტიკური არმატურა უნიკალური და ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომლის დასამზადებლად გამოიყენება მინაბოჭკო და სხვადასხვა სახის პოლიმერები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, მინაპლასტიკური არმატურა წარმატებით გამოიყენება მშენებლობაში და საგზაო სამუშაოებში, მათ შორის სარემონტო სარეკონსტრუქციო ღონისძიებებში, ასევე ნაპირსამაგრ სამუშაოებში, ხიდებში, დამბებში და ა.შ.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა