საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტს კვლევის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, საქართველოში პირველად განხორციელებული, რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის კვლევის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევაში 76 ორგანიზაცია იყო ჩართული და 15 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა.

„დღეს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს წარვუდგინეთ ჩვენს მიერ ჩატარებული, ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის კვლევა, რომელიც ჩვენი პროექტის, „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ ფარგლებში განვახორციელეთ. კვლევაში ჩართული იყო 76 ორგანიზაცია და ჩატარდა 15 სიღრმისეული ინტერვიუ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის კვლევა საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა და ახლა უკვე გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ ის რეალური სურათი და გამოწვევები, რის წინაშეც დგანან დღეს ახალგაზრდული ორგანიზაციები. კვლევის შედეგები ახალგაზრდებთან მომუშავე ინდივიდებსა და სტრუქტურებს დაეხმარებათ თავიანთი საქმიანობა მოარგონ ახალგაზრდული ორგანიზაციების რეალურ საჭიროებებს“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო წულაიამ.

მათივე ინფორმაციით, პროექტი „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანია“ დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს განვითარების ფონდის ფარგლებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა