ზურაბ ჯაფარიძე - დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, ამის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი - დღეს ეს იცვლება და მეტი არაფერი

დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, ამის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი. დღეს ეს იცვლება და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პარლამენტში მისულმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, შესაძლოა, ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და ისე დატოვოს საპატიმრო.

„დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, ამის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი. დღეს ეს იცვლება და მეტი არაფერი არ იცვლება. მეორე ადამიანთან მიმართებაში ან დაიდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იქნება ორივე მხრიდან ხელმოწერილი ან თუ არა, არ ვიცი რა იქნება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და ისე გამოვიდეს ან როგორ განვითარდეს მოვლენებია არ ვიცი. ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება როგორც ნახეთ“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისი თქმით, დაზარალებული თანხმობის გარეშე, არ შეიძლება ვინმეს რამე ეპატიოს.

„შეიძლება თალაკვაძის ჩამოცილება და კუჭავას წამოწევა და სხვა ხალხი რომ დადიან მოლაპარაკებაზე, მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს, რომ ისინი აპირებდნენ ამ შეთანხმების ისეთ ინტერპრეტაციას, როგორიც აქამდე არ ყოფილა შეთანხმებული. თუ ეს ასე იქნება, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ გადის შეთანხმებიდან. ამნისტიასთან დაკავშირებით არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ. დაზარალებულის თანხმობის გარეშე, არ შეიძლება ვინმეს რამე ეპატიოს. მე არ ვაპირებ არაფერში მონაწილეობის მიღებას, გარდა იმ დოკუმენტით გაწერილი საკითხებისა. ეს ვთქვი მაშინაც, როცა ხელი მოვაწერე. ეს პარლამენტი იმუშავებს იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი, რაც წერია შესრულდეს, რომ ქვეყანა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება უცნაური, მაგრამ ერთგვარი რეფერენდუმი“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა