„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო „რადისონმა“ მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „არემჯიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, CSR ფორუმი ცოცხალი პრეზენტაციების ღონისძიებაა, რომლის მიზანია წარმოაჩინოს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები.

„ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, UNDP საქართველოს წარმომადგენელმა ანა ჩერნიშოვამ, საქართველოში იაპონიისა და საფრანგეთის ელჩებმა.

„არემჯი“, რიგით მე-6 CSR FORUM-ის გენერალური სპონსორია. კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ერთის მხრივ, გავუზიაროთ სხვა კომპანიებს ჩვენი გამოცდილება და მერეს მხრივ უფრო დეტალურად გავაცნოთ დაინტერესებულ ჯგუფებს ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ჩვენ გუნდს სჯერა, რომ სწორად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. ეს არ არის მხოლოდ დიდი და ძლიერი ბიზნესის საკეთებელი საქმე, ყველას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს, ჩვენი ქვეყნის, სხვადასხვა რეგიონის, გარემოსა თუ ადგილობრივი თემის განვითარებაში”, - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა