28 აპრილს, პროფკავშირები და მშენებელთა ასოციაცია შრომის უსაფრთხოებასა და რეფორმებზე სასაუბროდ, აგრეთვე ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, დისკუსიას გამართავენ

28 აპრილს, გაერო-ს ეგიდით მთელს მსოფლიოში უსაფრთხო შრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დღეს პროფკავშირები სამუშაო ადგილებზე დაღუპულებს იხსენებენ და დაშავებულებს მხარდაჭერას უცხადებენ.

„სამუშაო ადგილებზე - უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა, ბოლო წლებში პროფკავშირების მთავარი მოთხოვნა და პრიორიტეტული საკითხი იყო. მართალია კანონმდებლობა დაიხვეწა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები გამკაცრდა, მაინც რჩება არაერთი ღია საკითხი, რომელიც დახვეწას საჭიროებს.

შრომის უსაფრთხოებასა და რეფორმებზე სასაუბროდ, აგრეთვე ბიზნესსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის მნიშვნელობაზე, 28 აპრილს პროფკავშირები და მშენებელთა ასოციაცია დისკუსიას გამართავენ.

განიხილება შრომით უფლებებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები და გამოწვევები.

შეხვედრას გახსნიან ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ანა საბახტარიშვილი ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი. დისკუსიის მონაწილეებს გამოწვევებზე სიღრმისეულ ინფორმაციას მიაწვდიან პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი, პროფკავშირების შრომის დაცვის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ნიკა კაკაშვილი.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა ვორკშოპს, რომლის ფარგლებშიც, ასოციაციის თავმჯდომარე კომპანია "ინსის" მენეჯმენტის წარმომადგენლები და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები, მიიღებენ დამატებით ინფორმაციას სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებზე, დიალოგის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზე.

შეხვედრა ორგანიზებულია ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომლის განმახორციელებლები არიან ამერიკის სოლიდარობის ცენტრი და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი“, - აღნიშნულია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა