რევაზ სოხაძე თბილისის საკრებულოს სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ გაძლიერების ინიციატივით გამოვიდა

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე საკრებულოს სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფის“ წახალისების და მხარდაჭერის ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მისი განცხადებით, თბილისში უამრავი ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა, რომლებსაც მოვლა ესაჭიროება.

„თბილისში უამრავი ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდა. მნიშვნელოვანია, ამ სივრცეების დასუფთავების პრობლემა, რომელიც ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა თავს იჩენს. ჩემი აზრით, „თბილსერვის ჯგუფს“ მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება. კარგი იქნება ამ სამსახურის დახმარება ყველა მიმართულებით, როგორც კადრების დამატების, ასევე ხელფასების წახალისების კუთხით.

ამ სამსახურში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქალაქის ყოველდღიურ იერსახეზე. აუცილებელია დასუფთავების სამსახურს რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გაეწიოს ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა