“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ პარტნიორების სპექტრი და თანამშრომლობის მასშტაბები ფართოვდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ა(ა)იპ-HR პროფესიონალთა ასოციაციასთან და ა(ა)იპ-ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა აღსრულების ხელშეწყობა, მხარეთა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების მხარდაჭერა.

„მხარეები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებენ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ადამიანური რესურსების მართვის სფეროში კვალიფიკაციების განახლების ან/და ახალი კვალიფიკაციების ფორმირებისა და დანერგვის მიმართულებით;ადამიანური რესურსების მართვის სფეროში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით;

ადამიანური რესურსების მართვის სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, შესაბამისი ავტორიზაციის ან აკრედიტაციის, ან პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პროცესში ექსპერტული შეფასების უზრუნველყოფის, ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობათა გაძლიერების მიმართულებით.

ინსტიტუციურ დონეზე ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების და შესაძლებლობათა გაძლიერების მიმართულებით; ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ითანამშრომლებენ ერთობლივი პროექტების მომზადების და განხორციელების მიმართულებით.

ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია არის პროფესიული გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს განვითარების პლატფორმას HR-ისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით მოქმედი პროფესიონალების, ორგანიზაციებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის.

ასოციაცია ორიენტირებულია HR სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე და ხელს უწყობს ქვეყანაში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასა და ცნობიერების ამაღლებას, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის დამსაქმებლებისათვის.

“ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“- წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას რომელიც 2014 წელს დაარსდა HR, ორგანიზაციული განვითარების, ტრენინგებისა და ადამიანების განვითარების მიმართულების წამყვანი ექსპერტების მიერ. ორგანიზაციის დამფუძნებლებს გააჩნიათ - საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში, მათ შორის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმატებული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება“,-აღნიშნულია სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა