ევროკავშირის წარმომადგენლობა - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას

ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, - ამის­ შესახებ საუბარია ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას.

"გულითადად მივესალმებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად. დღეს, ოპოზიციური პარტიებისმხრიდან შეთანხმებაზე ხელმომწერნი შევიდნენ პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების სახელით საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებულად აღქმული მართლმსაჯულების საკითხისმოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა ამ ვალდებულების განსახორციელებლად თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა.

ეს იყო რთული გადაწყვეტილებები, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამბედაობა სჭირდებოდა. ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს შეთანხმების განსახორციელებლად, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის წინ წასაწევად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, შეუერთდნენ შეთანხმებას და ხელი შეუწყონ მის განხორციელებას, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა