გაბრიელიუს ლანდსბერგისი - კარგი შეხვედრა მქონდა დავით ზალკალიანთან, რომელზედაც ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხორციელებისა და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა განვიხილეთ

ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან გამარულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„კარგი შეხვედრა მქონდა დავით ზალკალიანთან. განვიხილეთ ვრცელი ორმხრივი დღის წესრიგი, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების განხორციელებისა და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტისთვის მზადება,“- წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე“.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერის მიმართ ლიეტუვის ძლიერი მხარდაჭერა დაადასტურა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა