ირაკლი ზარქუა - გააბითურეს ნიკა მელია და ადამიანურად ვგულშემატკივრობ - არავინ აპირებს მელიას დასცინოს, არც მის „ბულინგს“ აპირებს ვინმე

გააბითურეს ნიკა მელია და მესმის მისი, ადამიანურად ვგულშემატკივრობ, ახლა ამნისტიით გამოვა თუ გირაოთი, გამოდის, რომ მისმა გუნდმა გაწირა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამნისტიის კანონპროექტის გაწვევაზე ნიკა მელიას პოზიციას გამოეხმაურა.

ზარქუა მელიას ურჩევს, „არაფრისმომცემ, იაფფასიან კამპანიას შეეშვას“.

„სააკაშვილის ხაფანგშია გამომწვდეული. მას ვეუბნებოდი, რომ თავი არ გაეყო სააკაშვილის დაგებულ ხაფანგში. ახლა რა გამოვიდა? - მელია ციხეში შევიდა, ამბობდა, ვერ დამიჭერთო და დაიჭირეს, შემდეგ თქვა, არ გადავიხდიო და ახლა აქეთ იხვეწება გადავიხდიო. ნიკა მელიას გათავისუფლება მის ხელშია, ხვალაც შეუძლია თვითონ გადაიხადოს, თუ არ უნდა ევროკავშირი შეაწუხოს, ან ევროკავშირის შემოთავაზებას დათანხმდეს და გამობრძანდეს. მეორე ეტაპია - ან დათანხმდეს ამნისტიას, ან არ დათანხმდეს და სასამართლოში იდაოს. ჩვენ დადებულ პირობას ღირსეულად ვასრულებთ. ამ შეთანხმების მორიგი ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, პარალელურად რურუა გათავისუფლდა. გეგმაზომიერად მივყვებით შეთანხმებულ პირობას. ახლა მელია ცუდ მდგომარეობაშია, რადგან მისმა ბელადმა თქვა, რომ როგორც კი ამნისტია იქნებოდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელი უნდა მოაწეროს, რა გამოვიდა? - გააბითურეს ეს მელია და მესმის მისი, ადამიანურად ვგულშემატკივრობ. ახლა ამნისტიით გამოვა თუ გირაოთი, გამოდის, რომ მისმა გუნდმა გაწირა. არავინ აპირებს მელიას დასცინოს, არც მის „ბულინგს“ აპირებს ვინმე,"- განაცხადა ზარქუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა