ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილავენ ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნის საკითხს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე „კომენდანტის საათის“ მოხსნის სანაცვლოდ გარკვეულ პირობას აყენებს.

როგორც ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის არ თვლის, რომ მხოლოდ "კომენდანტის საათია" პრობლემაა.

„ტრანსპორტი და მაღაზიები, ვადასტურებ, რომ არის პრობლემა. უბრალოდ, არ გვაქვს ალტერნატივა. ჩვენ რომ „კომენდანტის საათი“ გადავწიოთ 10:00 საათზე, მაშინ 8:00 საათზე იგივე მდგომარეობა იქნება ტრანსპორტში და მაღაზიებში. აქედან გამომდინარე, გამოსავლები სხვა ჭრილში უნდა ვეძებოთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ "კომენდანტი" არის ჩვენი პრობლემა. პრობლემები გაცილებით მეტი გვაქვს",- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნაზე კოეფიციენტს ვერ დაასახელებს, "ვინაიდან, აქ მხოლოდ ერთი ცვლადი არ მონაწილეობს".

"აქედან გამომდინარე, მცდარი მოლოდინების შექმნა მოსახლეობაში არ მიყვარს და არ გავაჟღერებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაჟღერო არის პირბადე - თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას 95%-მდე ავიყვანთ, ეს მოგვცემს გარანტიებს, რომ უახლოეს მომავალში საბჭომ ჩემი ინიციატივით საუბარი დაიწყოს იმაზე, რომ შევძლოთ „კომენდანტის საათი“ მაქსიმალურად მოვხსნათ. ბატონო იაგო, (ხვიჩია) თუ თქვენ გახდებით ამ ინიციატივის მხარდამჭერები, ჩვენ დაგეხმარებით თავისუფლების აღდგენაში“, - მიმართა ტიკარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა