თეა გოდოლაძე - ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის ნაწილი წამოვიდა - ამ ფერდობის უკან საბავშვო ბაღი მდებარეობს, რომლის ტერიტორია დაბზარულია

ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმების გამო მეწყერი დაიძრა, წამოვიდა გრუნტის ნაწილი - მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ფერდობის უკან მდებარეობს საბავშვო ბაღი, რომლის ტერიტორია უკვე დაბზარულია, - ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია ფერდის გამაგრება.

„აუცილებელია გასამაგრებელი სამუშაოების განხორციელება. აუცილებელია ფერდის გამაგრება, თორემ რეალური პრობლემები შეიქმნება. ხელოვნური ჩარევები არ უნდა გაგრძელდეს. ვაშლიჯვარში ნებისმიერი სამშენებლო ინტერვენცია ამ ტერიტორიის უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, თეა გოდოლაძე აბსოლუტურად სხვა ტერიტორიაზე საუბრობს, სადაც სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

"საბავშვო ბაღი არის სულ სხვა ადგილზე, სამშენებლო ტერიტორიაა, სადაც ალბათ, სამშენებლო ნორმების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ვაშლიჯვრის დასახლების აღნიშნული ტერიტორია არანაირ კავშირში არ არის მეწყრულ ფერდთან“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა