ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მორიგი უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ცნობით, მხარეებმა დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს.

„საუბარი შეეხო როგორც დაგეგმილ, ასევე მიმდინარე პროექტებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე უახლოეს მომავალში განსახორციელებელი სწავლებების დეტალების შესახებ იმსჯელეს. განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში კრიზისული სიტუაციების მართვის ინიციატივის განხორციელების საკითხები და ამ მიმართულებით დანიის სამეფოს ჩართულობის გაგრძელებაზე 2022-2023 წლებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, ნატოს ექსპერტი - პიტერ კაას-კლაესონი, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი მრჩეველი - კამილა ლუიზ სიელიაკსი და დანიის გვარდიის მეთაური - კაპიტანი ტროელს გრაფი დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა