ალეკო ელისაშვილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე - რა დროს ამის შემოტანა იყო?! ეს არის ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის

რა დროს ამ კანონპროექტის შემოტანა იყო?! ეს არის გამაღიზიანებელი იდეა, ნავთის დასხმა ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის და სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგო, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა.

ელისაშვილის განცხადებით, აღნიშნული იდეის შემოტანა მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საწინააღმდეგოა.

„ქართული ოცნების“ გასაგონად ვამბობ, მე იურისტი არ ვარ, გუშინ მიხსნიდა ლევანი, სად იყო საფრთხე და სად იყო პრობლემა. ერთი რამ არის ფაქტი - მთელი მსოფლიო იყო ჩართული, ევროპელი მაღალჩინოსნები ათ-ათი საათით იყვნენ ჩვენთან ერთად ოთახში ჩაკეტილი, რომ ძლივს მივაღწიეთ შეთანხმებას, ძლივს გადავდგით ერთმანეთისკენ ნაბიჯები, ძლივს დავაშოშმინეთ ვითარება და ამ დროს ასეთი იდეის და კანონპროექტის შემოტანა ეს არის ყველაფერი იმის საწინააღმდეგო, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვაკეთებდით. დრო ხომ უნდა შეარჩიოთ, არა?! რა დროს?! შეიძლება არის არგუმენტები, შეიძლება პოლიციელები ვერ აგროვებენ მტკიცებულებას, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ეს არის გამაღიზიანებელი იდეა, ნავთის დამსხმელი ძლივს ჩამქრალი ხანძრისთვის და იმ სულისკვეთების აბსოლუტურად საწინააღმდეგო“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ გუშინ პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოსმენას არ დაესწრნენ.

„სამი თვე გვლანძღავდით და შემდეგ თქვენც შემოხვედით, მაგრამ იმიტომ გვლანძღავდით, რომ პირველებმა გადავდგით სწორი და აუცილებელი ნაბიჯი და ჩვენ ეს მოვითმინეთ, მაგრამ გუშინ ვიყავი გაოგნებული და თვალებს ვერ ვუჯერებდი. ერთი წელია დავდივართ პირბადეებით, საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდით რამდენიმე წლის წინ, რომ ის დაემართებოდა კაცობრიობას, რაც დაემართა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ კორონავირუსი ასე დაანგრევდა მთელ სამყაროს და ჩვენს ღატაკ ქვეყანას მითუმეტეს, ვერ წარმოვიდგენდი ამდენი ხალხი უმუშევარი თუ დარჩებოდა, არ ვიცით რა გველის, რას აკეთებს ჯანდაცვა და მოვიდა ჯანდაცვის მინისტრი, მოვტრიალდი და ის კოლეგები, რომლებიც იყვნენ სხდომაზე მოსულები, თურმე მათ არ აინტერესებთ ეს კორონავირუსი. როგორც ჩანს, კმაყოფილები ხართ თქვენ ტიკარაძის საქმიანობით და ჯანდაცვის სამინისტროსი - აგაშენებს ღმერთი, თავიდან გეთქვათ და რატომ სხედხართ მაშინ ოპოზიციაში? - ეს არაფერი, ხომ ნახეთ, ხომ მოისმინეთ რაზე იყო პლენარულ სხდომაზე განხილვა, ხომ ნახეთ ჩვენი კრიტიკული პოზიცია ამასთან დაკავშირებით?! ხომ დაინახეთ საფრთხები იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ადამიანი 12 საათის ნაცვლად 48 საათი გამოამწყვდიონ. არ დაინტერესდით საღამოს კომიტეტი რომ ჩაინიშნა ავდგე და წავიდეო?! რატომ არ დაინტერესდით?! რატომ არ მოხვედით?1 რატომ უწევდა ლევანს მარტო ბრძოლა იმისთვის, რომ 48 საათი 24 საათი გამხდარიყო. ამის შემდეგ გამოვლენ და დერეფნებში მისცემენ კომენტარებს ან დღეს საღამოს ჩამოივლიან სტუდი-სტუდია და აქეთ კიდევ ჩვენ დაგვიწყებენ კრიტიკას, რომ თურმე როლები გვქონია გადანაწილებული. აი, ეს არის - აქ არის საუბარი პასუხისმგებლობაზე და უპასუხისმგებლობაზე, აქ არის საუბარი ხალხის ბედის განცდაზე და განუცდელობაზე, ქვეყნის სიყვარულზე და ქვეყნის სიძულვილზე. იმ დროს, როცა ჯანდაცვის მინისტრი უნდა გაგვეწურა და კრიტიკის ქარცეცხლში გაგვეტარებინა ერთ-ერთ პარტიაში იყავით შეკრებილები და საუბრობდით მერობის არჩევნებზე ვინ ვის დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია