თეონა ჭალიძე - საქართველოში 15 თვის განმავლობაში 14786 სოციალურად დაუცველი პირი გარდაიცვალა

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, საქართველოში 15 თვის განმავლობაში 14786 სოციალურად დაუცველი პირი გარდაიცვალა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველ პირებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი პირბადეებზე, სადეზინფექციო საშუალებებზე და მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი რისკია.

"2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 1-ელ აპრილამდე 14786 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი გარდაიცვალა, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატებოდა. (100000-დან 200000-მდე სარეიტინგო ქულის მქონეთა რაოდენობა კიდევ ცალკეა). ცნობისთვის, 2020 წლის განმავლობაში სულ გარდაცვლილთა რიცხოვნობაა 50 537 პირი. გადაჭრით იმის თქმა, რომ საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირების სიკვდილიანობა მაღალია და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი სიღარიბესთან, არასრულფასოვან კვებასთან ან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობასთანაა, არ შეგვიძლია, რადგან შესაბამისი მონაცემების კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია, ჩემი ინფორმაციით არცერთ უწყებას არ აქვს.

ვფიქრობ, აუცილებლად დასადგენია მიზეზები და კავშირები სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირთა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებზე. მოვუწოდებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვა ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ამ საკითხის შესწავლით, კვლევით და შედეგების შესაბამისად დაიგეგმოს სახელმწიფო სოციალური, თუ ჯანდაცვის სერვისები და პროგრამები. აქვე მნიშვნელოვანია კორონა პანდემიის რეალობის გათვალისწინება, რადგან ფაქტია, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს ხელი ნაკლებად მიუწვდებათ პირბადეებზე, სადეზინფექციო საშუალებებზე და მათი გადაადგილების ერთადერთი საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტია, სადაც ვირუსის გავრცელების მეტი რისკია", - განაცხადა ჭალიძემ.

ინფორმაციას ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა