პაატა მანჯგალაძე - უხერხულობას ვისთანაც ვგრძნობ ადამიანურად, კაცურად ნიკა მელიაა, რომელიც პატიმრობაშია - საკითხების გადაწყვეტაში პოზიტიური როლი შეასრულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "სამიდღემჩიოდ" დავალებული ვართ „ნაცმოძრაობასთან“

უხერხულობას ვისთანაც ვგრძნობ ადამიანურად, მორალურად, კაცურად, ვაჟკაცურად ნიკა მელიაა, რომელიც პატიმრობაშია - თემა აწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც მელია საპატიმროს დატოვებს, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ოპონირების უფრო ღია და თავისუფალ რეჟიმში გადავა.

„უხერხულობას ვისთანაც ვგრძნობ - ადამიანურად, მორალურად, კაცურად, თუნდაც ვაჟკაცურად ნიკა მელიაა, რომელიც პატიმრობაშია. რომელმაც ამ საკითხების გადაწყვეტაში თავისი პოზიტიური როლი შეასრულა, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა. თემა აწია, საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სამიდღემჩიოდ დავალებული ვართ ნიკა მელიასა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

უხერხულობას რაც შეეხება, ადამიანური მომენტია მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, წლების განმავლობაში აქციებზე ერთად ვიყავით, იმ დღესაც, დაკავების დღესაც ერთად ვიყავით. ნიკა მელია ახლა საპატიმროშია. ასე ვთქვათ, განსაცდელში მყოფი ადამიანია, საპატიმრო მაინც განსაცდელია. ვისურვებდი, რომ ძალიან მალე დატოვოს საპატიმრო, რომ შემეძლოს ოპონირება ღიად, თავისუფალ რეჟიმში „ნაციონალურ მოძრაობასთან" გადასვლა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულ 14 დეპუტატს თავისუფლად შეუძლია, რომ 2 ფრაქცია გააკეთოს.

"ფრაქციაზე ვფიქრობთ. 14 ადამიანია შესული პარლამენტში. 14 ადამიანს აქვს ხელი მოწერილი, ამ შარლ მიშელის დოკუმენტზე და ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია გავაკეთოთ ორი ფრაქცია. უბრალოდ, კონსტიტუციას გარკვეული ცვლილებები სჭირდება. არ გვაქვს ჩვენ კონსულტაციები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გვყავდეს ჩვენი ფრაქცია", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა