რუსლან აბაშიძემ და ლევან თევზაიამ ინგირში თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერა, სადაც 80-მდე აფხაზეთიდან დევნილია დასაქმებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, საწარმოს დირექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს საქმიანობის სრული პროცესი გააცნო, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს.

მათივე ცნობით, საწარმო, წელიწადში 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსლან აბაშიძემ და ლევან თევზაიამ თხილის საწარმოს მიმდებარედ, ლურჯი მოცვის სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ამ მეურნეობაში დევნილთა დასაქმების შესაძლებლობები განიხილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა