თავდაცვის სამინისტროს შენობაში გმირების უკვდავსაყოფად ხსოვნის წიგნი გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოწყობილ პოსტამენტზე გმირების უკვდავსაყოფად ხელნაწერი ხსოვნის წიგნი განთავსდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წითელი ლენტი თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გაჭრეს და წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.

უწყების ცნობით, ხსოვნის წიგნში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა მონაცემებია შესული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა