ანდრია ჯაღმაიძე - მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის დღეებში მღვდელმსახურები საფლავებზე მივლენ, აკურთხებენ და მოქალაქეების მისვლა საჭირო აღარ იქნება.

ამასთან, როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააღდგომო წირვა წინა წელს გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით ჩატარდება და ძირითადი რეგულაციები პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა იქნება.

მისივე ინფორმაციით, სააღდგომო წირვას სამებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრება.

“აღდგომა იქნება ძალიან ბედნიერი. დიდი სიხარულის მომტანი, განსაკუთრებით მორწმუნე ადამიანებისთვის.

ეკლესიისთვის შარშანდელი რეგულაციები გვახსოვს. შარშან იყო ძალიან ზედმიწევნით დაცული ეს რეკომენდაციები. წელსაც საპატრიარქომ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებით განცხადება, რომ გავიხსენოთ ყველა ის მითითება, რაც შარშან იყო და ვიზრუნოთ მის აღსრულებაზე. ძირითადად ეს იქნება დისტანცია. ასევე, მრევლს ვთხოვთ, რომ იქონიონ პირბადე.

რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე”, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს