ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე - აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება

მაშინ, როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება,- ამის შესახებ ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხება.

ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და აღნიშნულია, რომ დაინიცირებული საარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, ვიდრე კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე დაფუძნებული ფუნდამენტური ცვლილებებისკენ.

„საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებში აღსანიშნავია პოზიტიური დინამიკა, მათ შორის, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, არჩევნების შედეგების განსაზღვრის პროცესის გაძლიერებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაძლიერებისკენ. თუმცა, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგალითისთვის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმები ჯერ კიდევ საჭიროა.

საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე, არამედ უფრო მეტად მიმართულია პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და იმ პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტისკენ, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების განმავლობაში წარმოიშვა,“- ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს