არჩილ თალაკვაძე - ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნას.

თალაკვაძის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია და ეს დასკვნები კანონპროექტების მიღების პროცესში აქტიურად იქნება განხილული.

,,ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რაც იყო ინიცირებული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ეუდო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი. ჩვენი გუნდი პარლამენტში დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტების მიღების პროცესში. ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები შეიტანა კანონპროექტში, რაც არის შეფასებული დადებითად და მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რასაც დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებში აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. ამავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და აღნიშნულია, რომ დაინიცირებული საარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, ვიდრე კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე დაფუძნებული ფუნდამენტური ცვლილებებისკენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა