არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“, როგორც „პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა“, ამნისტიის კანონს განახორციელებს იმ ფორმით, როგორც ხელმოწერილ დოკუმენტშია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“, „როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა“, ამნისტიის კანონს განახორციელებს იმ ფორმით, როგორც ხელმოწერილ დოკუმენტშია.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში.

„ამნისტიის კანონი არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას, რასაკვირველია, განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორ ის იყო ხელმოწერილი. სხვა ინტერპრეტაციებისთვის ადგილი არ არის და არც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც ასევე პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში, რომ ერთად შევძლოთ იმ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ ვითარება პოლიტიკური დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე. შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება ზუსტად მოგვიწოდებს იმისკენ, რომ შევძლოთ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა