გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი მიშელის დოკუმენტთან

საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან , - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი განსხვავება, რაც ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ დაინფიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებშია, ეს დაზარალებულების თანხმობის კომპონენტია.

„კანონპროექტი, რომელიც დავაინიცირეთ ზუსტად პასუხობს იმ პათოსს და პრინციპებს, რომელიც არის შარლ მიშელის დოკუმენტში მითითებული. დოკუმენტი, რომელიც დაინიცირა ოპოზიციამ, პრინციპები იგივეა. ერთადერთი, განსხვავება ის არის, რომ ოპოზიციამ დამატებითი კომპონენტი ჩადო თავის კანონპროექტში, რაც გახლავთ დაზარალებულების თანხმობა. გამომდინარე აქედან, ამ ორ კანონპროექტს შორის სხვაობა ძირითადად იქნება დაზარალებულების თანხმობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რა თქმა უნდა, მათ შორის ოპონენტებთან კონსულტაციების საფუძველზე საზოგადოების უმრავლესობა მიხვდება, რომ კანონპროექტი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იქნება ყველაზე ახლოს და ყველაზე უფრო თავსებადი შარლ მიშელის დოკუმენტთან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება რამდენიმე დღით - უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო.

როგორც “ინტერპტრსნიუსს“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოდგილემ გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე გავა, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა