გივი მიქანაძე - თუ ნიკანორ მელია უარს განაცხადებს, რომ ამნისტიის კანონი მასზე გავრცელდეს, ეს იქნება იმის დამადასტურებელი, რომ არ უნდა პენიტენციური დაწესებულება  დატოვოს - ვერავის ვაიძულებთ

იმ შემთხვევაში, თუკი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ ნიკანორ მელია უარს განაცხადებს, რომ მასზე გავრცელდეს კანონი, ეს იქნება დამადასტურებელი იმისა, რომ მას არ უნდა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება - ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტზე, კერძოდ იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ამნისტირებაზე ბრალდებულის და მსჯავრდებულის თანხმობას ითვალისწინებს.

მიქანაძის თქმით, იმისთვის, რომ ამნისტია მელიაზე გავრცელდეს, მისი თანხმობა საჭირო იქნება.

"ჩვენი ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ამნისტიის კანონის მიღებასთან იქნება სრულყოფილად შესრულებული იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერავის დავაძალებთ და ვაიძულებთ, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი, თუკი მას ამის სურვილი არ აქვს. სამართლებრივად, მექანიზმი რომ შეიქმნას იმისთვის, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, ჩვენს მიერ იქნება სრულფასოვნად შესრულებული და ამის შემდეგ უკვე მისი თანხმობა იქნება საჭირო, რომ მასზე გავრცელდეს. მან უარი რომ განაცხადოს და რაღაც პერიოდის მერე თქვას, რომ ახლა ვარ თანახმა, რა თქმა უნდა, ამ კანონს ექნება ძალა, რომ გავრცელდეს. თუკი ნიკა მელია გადაწყვეტს, რომ ურჩევნია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება", - განაცხადა მიქანაძემ.

დაზუსტებაზე, რომ არსებობს პრაქტიკა, როცა ბრალდებული და მსჯავრდებული პირების თანხმობა ამნისტირებაზე, კანონში გათვალისწინებული არ არის, მიქანაძე აცხადებს, რომ ეს ძველი ხელისუფლების პირობებში მიღებული ამნისტიაა.

კითხვაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რა პრაქტიკა არსებობს, მიქანაძე განმარტავს, რომ პრაქტიკა, როცა ამნისტირებულ პირებს ეკითხებიან, სურთ თუ არა მათზე გავრცელდეს ამნისტია, არსებობს.

"პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ვის მიმართაც შესაძლოა გავრცელდეს ამნისტირებული მუხლები, მათ თანხმობას ასახავს კანონი, აქედან გამომდინარე, არაფერი დარღვევა არ არის", - განაცხადა მიქანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა