დავით ზალკალიანი - მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ერთად მაღალი დონის შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მივემგზავრები აზერბაიჯანში, რათა მონაწილეობა მივიღო მაღალი დონის შეხვედრებში და განვიხილო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები“, - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა