ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - დავაკავებთ, ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება - შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ

ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბანკზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას დაკავება მას უნდა, თუმცა, ამას შესაძლოა წლები დაჭირდეს, რაც „ჩვეულებრივი თემაა“.

„დავაკავებთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად. ახლა გავალთ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება, ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება... შეიძლება წლებიც გავიდეს, ამაზე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული და რამდენჯერ გავაკეთო. შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ, მეოთხე მინისტრმა ჩემ შემდეგ, ან მეორე მინისტრმა. ეს ჩვეულებრივი თემაა, ვაკავებთ 10 წლის წინანდელზე, 8 წლის წინანდელ დამნაშავეებს, მკვლელებს. მინდა, რომ დავაკავოთ, რა თქმა უნდა“, - განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო:

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს