ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ივლისიდან ქვეყანაში შესაძლებელია "ნოვოვაქსი" შემოვიდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მოწოდებასთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისი თქმით, კომუნიკაცია მიმდინარეობს „ჯონსონი&ჯონსონის“ ოფისთან, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს "ნოვოვაქსთანაც" და შესაძლებელია, რომ "კოვაქსის" გზით "ნოვოვაქსი" საქართველოში ივლისიდან შემოვიდეს.

"ჯონსონი&ჯონსონი" ორი გზით შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, რომელიც გვპირდება, რომ მესამე კვარტლიდან შესაძლებელია მივიღოთ. ასევე, გვაქვს კომუნიკაცია „ჯონსონი&ჯონსონის“ ოფისთან ყაზახეთში. განიხილავენ ჩვენ ინტერესს და მოკლე ხანში დაგვიკავშირდებიან კონკრეტული წინადადებით. "ნოვოვაქსთან" მიმართებაში მომდევნო კვირაში არის ჩანიშნული ამერიკის სათაო ოფისთან ზარი, რომ შევათანხმოთ ის პერსპექტივები, რაც შესაძლოა პირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით გვქონდეს "ნოვოვაქსთან". გარდა ამისა "ნოვოვაქსი" ასევე იქნება "კოვაქსის" პლატფორმაზე და "კოვაქსის" გზითაც "ნოვოვაქსი" უკვე ივლისიდან ქვეყანაში შესაძლებელია შემოვიდეს", - განაცხადა გაბუნიამ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა