ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიკურ კონსულტანტებს შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. ეკატერინე ტიკარაძემ დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

“შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ კლინიკური კონსულტანტების ერთიანი პლატფორმა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების კლინიკურ სასტუმროებში მართვას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა