იაგო ხვიჩია - „ოცნებამ" ცინიკურად დაიწყო - თუ არ ეთანხმება ნიკა მელია ამნისტიას, მაშინ იჯდეს ციხეში, ეს პროვოკაციულ მიდგომაზე ასევე პროვოკაციული პასუხია

"ქართულმა ოცნებამ" ცინიკურად დაიწყო ამის განხორციელება - თუ არ ეთანხმება ნიკა მელია ამნისტიას, მაშინ იჯდეს ციხეში, ეს პროვოკაციულ მიდგომაზე ასევე პროვოკაციული პასუხია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" და ნიკა მელიას კინკლაობას არ უნდა ჩააშლევინონ შეთანხმება, რომელსაც მიაღწიეს.

"შარლ მიშელის დოკუმენტით ნიკა მელიას გათავისუფლების ორი გზა არსებობდა: ერთი გირაო, მეორე - ამნისტია. გირაოს გზა იყო ის გზა, სადაც ნიკა მელიას ნება იყო აუცილებელი, ამას ამბობდა ეს დოკუმენტი, ის თუ დაეთანხმებოდა მაშინ მოხდებოდა, თუ არა - იქნებოდა ამნისტია. ახლა ბატონი ნიკა როგორც იცით არც ამნისტიას არ ეთანხმება და "ქართულმა ოცნებამ" ცინიკურად დაიწყო ამის განხორციელება, რომ თუ არ ეთანხმება, მაშინ იჯდეს ციხეში და ამას თან არქმევენ ნიკა მელიას ნების პატივისცემას. იმედი მაქვს, როცა დაიწყება ამის განხილვა ან მანამდეც - იცით, რომ კარლ ჰარცელი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, მივალთ ისეთ ფორმამდე, რომ ნიკა მელია იქნება გარეთ. მაგრამ ზოგადად, მარტო ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი ამ შემთხვევაში, მოდით, პოლიტიკურ პროცესს შევხედოთ: ადამიანები შენს ამნისტიაზე მუშაობენ, შენ გამოდიხარ ლანძღავ, შენ მეგობრები სირცხვილის კორიდორებს უწყობენ, ეს არ არის სწორი. ხელისუფლებამ ეს გამოიყენა და თქვა, თუ ეს არ გინდათ, ამდენს გვლანძღავთ, არ გავაკეთებთ. ეს პროვოკაციულ მიდგომაზე პასუხია, ასევე პროვოკაციული პასუხი, მაგრამ პასუხია - "თუ არ გინდა, არ გიშვებ"- ეს არის ხელისუფლების პასუხი, ეს შეიძლება იყოს პროვოკაციული, მაგრამ ამას თავისი საფუძვლები აქვს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა