ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროცესში კიდევ მეტი დეპუტატი ჩაერთვება, რაც ვაქცინაციის მიმართ აქტივობას გაზრდის

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროცესში კიდევ მეტი დეპუტატი ჩაერთვება, რაც გაზრდის ვაქცინაციის მიმართ აქტივობას და ხელს შეუწყობს ნდობის გაზრდას. მან მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, რომ აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

„დარწმუნებული ვარ, დღეს წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი წევრი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანაში შეუფერხებლად განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. ვაქცინაცია ამ პროცესში იქნება თქვენი შეუფერხებელი და უსაფრთხო გარემოს დამცავი, მნიშვნელოვანი კომპონენტი. როგორც ბოლო დღეებში ვაკვირდებით, ამ პროცესში ინტენიურად არიან ჩართულები მინისტრები, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და დაწრმუნებული ვარ, ჩვენი ასეთი ერთიანი ძალისხმევით ყველანი გავზრდით საზოგადოების აქტივობას და მათ ნდობას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა