ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში მოქალაქეებს ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად სტუდენტები დაეხმარებიან

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად მოქალაქეების დასახმარებლად სტუდენტებთან მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ახალგარდებს ამისთვის შესაბამისი ტრენინგი ჩაუტარდებათ და მათ სპეციალური მოწყობილობები ექნებათ.

„ვაქცინაციის პროცესში აქტიურად გვყავს ჩართული ადგილობრივი თვითმართველობები. ვფიქრობთ, რომ ეს არის მათი უშუალო პასუხისმგებლობა. მათთად ერთად ვმუშაობთ, ასევე ინტერნეტთან წვდომისა და რეგისტრაციის კომპონენტთან დაკავშირებით. ვმუშაობთ ახალგაზრდებთან, კერძოდ, სტუდენტებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გახდნენ ვაქცინაციის ოფიცრები და სპეციალური მოწყობილობებით ხელი შეუწყონ საზოგადოების იმ ნაწილის რეგისტრაციას, რომლისთვისაც ეს პროცესი რთულად ხელმისაწვდომია“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მან ადგილობრივ თვითმართველობებს მოუწოდა, ადგილობრივი რესურსი მაქსიმალურად გამოიყენონ იმისთვის, რომ მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით დროულად და სწორად მიეწოდოს ინფორმაცია.

„ახალგაზრდებთან მიმდინარეობს მუშაობა, მათ ესაჭიროებათ გარკვეული ტექნიკური უზრუნველყოფა და ასევე, გარკვეული ცოდნა. სჭირდებათ ტრენინგი და ალბათ, შემდეგ კვირაში უკვე ვიხილავთ მათ ფართოდ საქართველოს მასტაბით“,-განაცხდა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე ისაუბრა.

„აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი, 3600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენ ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება, რაც ასევე მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურეობრივი, ასევე ბიზნეს სექტორის ჩართულობა, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპისდისიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილრების მაჩვენებელს, თითეული ჩვენი მოქალაქის სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება სწორედ ნიღბის ტარებაში, სოციალურ დისტანციაში და ასევე, ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის, რაც რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ გაზრდის საზოგადოებაში იმ მაჩვენებელს, რომელიც არის ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე არის აქტიური მინისტრების ჩართულობა. ასევე, დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ჩვენი ხიდი საზოგადოებასთან“,-განაცხადა ტიკარაძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია