ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების დეტალებზე საუბრობს

ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორი ალექსი ვაჩაძე კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ 34 წლის ქალი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით და სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში 19 აპრილს შეიყვანეს. ექიმის განმარტებით, იმის გამო, რომ პაციენტი 29-30 კვირის ორსული იყო, ის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ალექსი ვაჩაძის თქმით, რამდენიმე დღეში ნაყოფის მდგომარეობაც გართულდა, რის გამოც გინეკოლოგებმა სასწრაფო საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახალშობილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ჩვენს კლინიკაში ახალგაზრდა ქალი 19 აპრილს მოვიდა სუნთქვის უკმარისობით, როგორც თვითონ აღწერდა, იყო დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, რადგან 29-30 კვირის ორსული იყო, გადავიყვანეთ სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში. ჟანგბადი რომ გავუკეთეთ, სტაბილურად იგრძნო თავი, ამიტომ თავიდანვე რეანიმაციულ განყოფილებაში არ მოგვითავსებია. გვყავდა პროტოკოლიზებულად მკურნალობაზე, თუმცა 22 აპრილს მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, თვითონ ვეღარ სუნთქავდა და მოგვიწია მისი რეანიმაციაში გადაყვანა და ინტუბაცია, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ის იყო ხელოვნურ კომაში, მექანიკურ ვენტილატორზე შეერთებული. 24 აპრილს ნაყოფის მდგომარეობა გაუარესდა და გინეკოლოგებმა გადაწყვიტეს ნაყოფის გადარჩენის მიზნით ჩაეტარებინათ სასწრაფო საკეისრო კვეთა, ნაყოფიც გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რამდენიმე დღეში ნაყოფის სიცოცხლე დაიკარგა, ვერ მოხდა მისი გადარჩენა. დედას 27 აპრილიდან მოყოლებული დიალიზი სჭირდებოდა ანუ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა და საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა მისი სიცოცხლის შენარჩუნება, 6 მაისს ნაშუადღევს გარდაიცვალა,“- განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა