გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების  მოგვარება, რათა მელია უმოკლეს ვადებში იქნას გათავისუფლებული

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია უმოკლეს ვადებში იქნას გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან.

ვაშაძე ფასილიტატორებს მადლობას უხდის მედიაციისთვის.

"მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს გადახდის თანხმობასთან დაკავშირებით.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფასილიტატორს მედიაციაში ჩართვისთვის.

მოვუწოდებ ევროკავშირის წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს გირაოს გადახდასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარება, რათა უმოკლეს ვადებში იქნას ნიკა მელია გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან", - აცხადებს გიორგი ვაშაძე, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. აღნიშნულს არ ადასტურებენ საქართველოს პროკურატურაში. "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც დაუკავშირდა, როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, აღნიშნულზე ინფორმაცია არ აქვთ. გირაოს ჩარიცხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილიც.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ნიკა მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე, "მაგრამ ეს არ არის გირაო, ეს იქნება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან პოლიტიკური პატიმრის გამოსასყიდი”.

"დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მალე მოხდება, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, ეს შეიძლება იყოს 3, 5 დღე, ერთი კვირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მალე იქნება", - აცხადებს ბოტკოველი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა