სამინისტროს ინფორმაციით, იუნესკოს ექსპერტი გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში იუნესკოს მაღალი დონის ექსპერტი ჩამოვა, რომელიც გელათის ტაძარზე 2008 წელს შედგენილი პროექტის მიხედვით ჩატარებული ძირითადი ტაძრის გადახურვის სამუშაოების დროს დაშვებული ხარვეზების შედეგად შექმნილ მდგომარეობას შეისწავლის.

ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავთშირებით გადაწყვეტილებები მიიღეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რაც შეხვედრაზე მიიღეს, სწორედ ექსპერტისთვის გასაგზავნი დოკუმენტაციის ნუსხის შედგენაა. გელათის სამონასტრო კომპლექსის შესახებ დოკუმენტაცია ექსპერტს საქართველოში ჩამოსვლამდე გასაცნობად და საქართველოშ ვიზიტისთვის მოსამზადებლად გაეგზავნება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეიქმნას სპეციალისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გელათის ტაძრის დაზიანებული მხატვრობის პრევენციულ კონსერვაციას მოახდენს.

„შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ სხვადასხვა ენებიდან ითარგმნოს და ქართულად გამოიცეს უცხოური, ან ხელახლა გამოიცეს ქართული წიგნები, რომლებიც მოძველებულია ან ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს და რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სახელმძღვანელოებად არქიტექტორ-რესტავრატორებისთვის.

ასევე, შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტროსთან არსებული არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფიდან (რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გელათის საკითხზე მუშაობს) შეირჩევა რამდენიმე სპეციალისტი, რომელთაგან შედგება შესაბამისი კომისია და სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან ოსტატები, რომელთა განაცხადების მიღება სამინისტრომ 6 მაისს დაიწყო და 15 ივნისს დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა