მიხეილ ყაველაშვილი - მელიამ საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გადაიხდიდა, ორივე აქტი შესრულდა, ამნისტიაზეც იმავეს იძახის და დარწმუნებული ვარ, ამასაც დაეთანხმება

მთელი საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, ორივე აქტი შესრულდა. ამნისტიაზეც იმავეს იძახის და დარწმუნებული ვარ, ამნისტიასაც დაეთანხმება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ დემონსტრაციულად, მთელი საზოგადოების წინაშე შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს.

„შესაძლოა ამ ადამიანს უნდა, რომ პოლიტიკური ლიდერი გახდეს, თუმცა ამ პროცესით მისი გაშიფვრა ნათელია. ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორმე სხვანაირად დაფიქრდეს, მისი რეიტინგი ასეთი ქმედებებით უფრო ვარდება და შესაძლოა, მათი ლიდერის ინტერესებში შედიოდეს, რომ ასე გააცამტვერა მისი რეიტინგი. მთელი საზოგადოების წინაშე განაცხადა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გადაიხდიდა, ორივე აქტი შესრულდა. ამნისტიაზეც იმავეს იძახის და დარწმუნებული ვარ, ამნისტიასაც დაეთანხმება. პრინციპული იყო, რომ არავისგან არ მიიღებდა გირაოს, ეს არ არის დიდი თანხა, რომ ნიკა მელიას ან „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, თუ ვთანხმდები გირაოს, ევროკავშირის გირაოს რატომ ვთანხმდები? ჩემთვის ასეთი გადადგმული ნაბიჯი მიუღებელია. თუ ვთანხმდები გირაოს, მადლობას გადავუხდიდი ევროკავშირს, ჩემი შესაძლებლობით დავთანხმდებოდი და სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს. ამ გირაოს გადახდით რა, პოლიტპატიმრად შეიძლება მიიღონ? ძალით უნდოდა, რომ პატიმარი გამხდარიყო, დემონსტრაციულად შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი