„კომენდანტის საათი“ ამ ეტაპზე ძალაში რჩება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი ამ ეტაპზე ძალაში რჩება.

მისივე თქმით, არსებული რეგულაციების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მოხდება.

„ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის საათებში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში აკვირდება არსებულ ტენდენციებს და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, განხილული იქნება არსებული რეგულაციების შემსუბუქების შესაძლებლობა“, - განაცხადა ღიბრაძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!