არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავენ

ფეხბურთელები არჩილ და შოთა არველაძეები პოლიტიკაში მოსვლას გამორიცხავენ. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, იმ საქმიანობას გააგრძელებენ, რომელსაც დღეს ემსახურებიან.

„მე არ ვმონაწილეობ არაფერში, არ ვაპირებ მონაწილეობას, არც ჩემი ძმები აპირებენ. არ მაინტერესებს, ჩემი საქმე მაქვს. ჩვეულებრივად, როგორც ადამიანს უხარია თავისი ქვეყნის კარგი და სწყინს თავისი ქვეყნის ცუდი, ასეთივე აქტიური ვიქნები, სხვანაირად ჩემს თავს ვერ ვხედავ და არ მაინტერესებს. ჩემს თავს სადაც ვხედავ, იქ ვარ“, - განაცხადა შოთა არველაძემ.

ამასთან, არჩილ არველაძემ პოლიტიკაში მათი შესაძლო მოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს