ალექსანდრე მოწერელია - “ქართული ოცნება” აგონიაშია, ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყეს

უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, “ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დაემსგავსა და რეპრესიები დაიწყო. ამის შესახებ მოწერელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც მოწერელიამ აღნიშნა, მმართველი გუნდი აგონიაშია და ახალი პარტიის ჩამოყალიბების ეშინია.

“დღეს თითოეული ჩვენგანი გახდა მოწმე იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები. არ მალავენ ამას. ჯერ გორის მერმა განაცხადა ამის შესახებ, შემდეგ პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან”. მოვლენები დაიწყო შიდა ქართლში, გაგრძელდა სამეგრელოში და შეეხო არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ ფოთში მელიორაციის სამსახურის 72 წლის დამსახურებულ მუშაკსაც, რომელიც აიძულეს, წასულიყო სამსახურიდან. ეს ყველაფერი ხორციელდება პარტია “ქართული ოცნებისა” და ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლით მუნიციპალიტეტების არჩეულ მერებზე. ეს გზა არის ის რადიკალური დღის წესრიგი, რაზეც ვსაუბრობდით. “ქართული ოცნება” ემსგავსება “ნაციონალურ მოძრაობას” ამ გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა, ეს მათ სიკეთეს ვერ მოუტანს. ქართველმა ერმა დევნას და რეპრესიებს უარი განუცხადა. ამდენად, მინდა მოვუწოდო “ქართულ ოცნებას”, ნუ დაემსგავსება წინამორბედს და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები. ეს ნამდვილად ვერ მიგვიყვანს ევროკავშირში.

ეს საჯარო მოხელეები კეთილსინდისიერად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, თანამოაზრეობის გულისთვის ადამიანების სამსახურიდან იძულებით გაშვება დაუშვებელია. თუ ამ ადამიანებს ვინმემ რამე პროკლამაციები უპოვა, შეუძლიათ წარმოადგინონ. მათთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა.

როგორც ჩანს, “ქართული ოცნება” აგონიაშია. ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების, შესაბამისად, მათ დაიწყეს პოლიტიკური ნიშნით დევნა”,- განაცხადა მოწერელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გააკეთა. ისინი გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. თანამდებობა დატოვა ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. ზურაბ როსებაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მას გუშინ შეხვდა და სთხოვა, რომ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაეწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა