კახა კუჭავა კელი დეგნანს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, პარლამენტის ახალი თავმჯდომარის გეგმებზე ისაუბრეს. ელჩმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

პარლამენტის ინფორმაციით, კელი დეგნანი იზიარებს და მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას, მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის პოზიცია და მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან.

როგორც ელჩმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მზად არის კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს გააკეთებს.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს გამოხატული მხარდაჭერისთვის და იმ ურყევი, მტკიცე თანადგომისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ყოველთვის იჩენს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა