ირაკლი ღარიბაშვილი - Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-ი შეისყიდა​

დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ!, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა. „ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა. Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა