საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭომ კახეთში რეგიონული შეხვედრა გამართა

საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოს წარმომადგენლებმა კახეთში, პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ მონაწილე ორგანიზაციასთან და კახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან რეგიონული შეხვედრა გამართეს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, პროექტის მონაწილეები გადავიდნენ პრაქტიკული ფაზის განხორციელების ეტაპზე და თავიანთ თემში ატარებენ ლოკალურ აქტივობებს.

„ახალგაზრდულ ორგანიზაციათა გაძლიერების ფარგლებში, დავესწარით პროექტის მენეჯერთა გადამზადების პრაქტიკის ფაზაში მიმდინარე აქტივობას, პროექტის მონაწილე ორგანიზაციას გადავეცით ჩვენს მიერ განხორციელებული, საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდული ორგანიზაციების მდგომარეობის კვლევის ანგარიშის ბეჭდური ვერსია, ლოკალურ აქტივობაში ჩართულ ახალგაზრდებს გავაცანით ქოლგა ორგანიზაციის საქმიანობა და პროექტ „ახალგაზრდობა მნიშვნელოვანიას“ კომპონენტები“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

რეგიონული შეხვედრები 11 მაისს, კახეთში დაიწყო და საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა რეგიონს დაფარავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა