პროექტისა და სამტომეულის „ტაო-კლარჯეთის  ციხე -სიმაგრეები“ პრეზენტაცია გაიმართა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის „საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის“ გამარჯვებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროექტის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“ და მის ფარგლებში გამოცემული სამტომეულის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, პროექტისა და გამოცემული სამტომეულის „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“ მიზნებსა და შედეგებზე, განხორციელებულ მოცულობით სამეცნიერო კვლევა-ძიებაზე პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაცია „ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები" წარადგინა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა 2018-2020 წლებში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბონდო კუპატაძემ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა აღნიშნული სამეცნიერო პროექტის, ჩატარებული კვლევის მაღალ დონესა და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტის პრეზენტაცია შედგება, რომელთა უმრავლესობა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებულია, ყურადღება გაამახვილა ისტორიული ტაო-კლარჯეთის მრავალმხრივი კვლევა-შესწავლის აქტუალობასა და ამ მიმართულების სამეცნიერო პროექტებში ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების ჩართვის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, დავით ლორთქიფანიძემ, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი სოსიაშვილმა, საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გიორგი კალანდიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი ჭეიშვილმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა როინ მალაყმაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა როლანდ თოფჩიშვილმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა ირინე გივიაშვილმა და სხვებმა.

სამტომეული „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხე -სიმაგრეები“ 80-მდე ნაგებობის ისტორიას მოიცავს, პუბლიკაცია ფუნდამენტურ კვლევას წარმოადგენს და ტაო-კლარჯეთის საფორტიფიკაციო სისტემების მონოგრაფიულად შესწავლის პირველი ცდაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა