"თბილისი ენერჯი" - სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთმა კომპანიამ გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება ნაძალადევის რაიონის 4000- მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა

თბილისში, 4000-მდე აბონენტს, რომელსაც გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა, ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილიდან განუახლდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ერთ-ერთმა კომპანიამ „თბილისი ენერჯის“ კუთვნილი გაზსადენი დააზიანა. შემთხვევის შედეგად გაზმომარაგება ნაძალადევის რაიონის 4000- მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

„გაზის მიწოდება შეუწყდა ც. დადიანის ქ. 34-ში მდებარე კორპუსების, ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი"-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსი"-ს, შპს ,,მოდერნ დეველოპმენტი"-ს, შპს ,,თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო"-ს, შპს ,,ლივინი"-ს საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს ,,სამშენებლო კომპანიის", შპს ,,ბინექსი"-ს საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,პირველი სამედიცინო ცენტრი", ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს ,,ხვასტაგი", 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს ,,ნიკორა", შპს ,,ოაზისი", შპს ,,არბო 2009" და სხვა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციისა და გაზმომარაგების ქსელის აღდგენის სამუშაოები.

გაზმომარაგების აღდგენა ხვალ 13 მაისს დილიდან დაიწყება და დასრულდება დღის ბოლომდე.

„თბილისი ენერჯი" ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.

დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელის დაზიანება მსგავსი სამუშაოების შესრულებისას საკმაოდ გახშირდა.

მოვუწოდებთ კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქში სხვადასხვა კომუნიკაციების სამშენებლო, სარემონტო ან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა