რომან გოცირიძე - რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? ან შედიხარ პარლამენტში, ან არა!

რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი, ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ხალხს „ყელში ამოუვიდა“ ყოველდღიურად ოციოდე სახის ყურება და მსჯელობა „შევიდნენ თუ არ შევიდნენ“.

,,ქვეყანა ნახევარი წელიწადია დაპაუზებულია. ვის აინტერესებს ან ეკონომიკური გასაჭირი ან პანდემია. ნახევარი წელიწადია ყველა საშუალება, რომლითაც იყურება, რომლითაც ისმინება, რომლითაც იწერება ერთსა და იმავე ამბავს ყვება, ერთი და იმავე ადამიანების მონაწილეობით. ამოუვიდა ხალხს ყელში ოციოდე სახის ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, “შევიდეთ თუ არ შევიდეთ”.

უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს კარგად დავინახეთ. რას ვიზამთ, ახალშობილი სახელმწიფო ვართ, სხვისი დახმარების გარეშე თავისუფლად სიარული რომ ჯერაც არ შეგვიძლია. გაგვიშვებენ ხელს (ამ ხელში ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმება) - მოვიტეხავთ კისერს.

თითქოს მორჩა ერთი ისტორია. შევათანხმდით რაღაცაზე. ისევ უცხოელების მოწოდება და ახალი “ფასილიტაციაა” საჭირო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ? იმდენი ელექტროენეგია დაიხარჯა ამ ამბის გაშუქებაში, ორი ნამახვანი არ ეყოფოდა. რას ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, რომ მეტ ტკივილს აყენებს? არაა საჭირო ზედმეტი თავპატიჟი. ან შედიხარ, ან არ შედიხარ და მორჩა!“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა