ირაკლი ქადაგიშვილი - "ნაცმოძრაობას" რაღაც სცენა აქვს დადგმული, ვითომ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში შემოვიდნენ თუ არა  - თავს ნუ ინერვიულებენ

"ნაციონალურ მოძრაობას" რაღაც სცენა აქვს დადგმული, ვითომ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში შემოვიდნენ თუ არა - თავს ნუ ინერვიულებენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს.

„ის პარტია, რომელიც პარლამენტში არ შემოვა, იქნება ბოლომდე გამარგინალებული, ამიტომ "ნაციონალურ მოძრაობას" ასარჩევიც არაფერი აქვს. ახლა რაღაც სცენა აქვთ დადგმული, რომ ვითომ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა პარლამენტში შემოვიდნენ თუ არა, არ აქვთ სხვა არჩევანი, შემოვლენ, თავს ნუ ინერვიულებენ და მოიკლონ სპექტაკლი, თავს ნუ გვაწყენენ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა